რეფლექსია

                                                          რეფლექსია
მიმდინარე სასწავლო წლის სექტემბრიდან  ოქთტომბრამდე  მე და  პირველი და მეორე  კლასის მოსწავლეები ვმუშაობდით სასწავლო პროექტზე  „წელიწადის საყვარელი დრო  „შემოდგომა“, დასახული მიზნები განვახორციელეთ. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პირველი აქტივობა  განხორციელდა  სექტემბრის თვეში. მოსწავლეები გზადაგზა ეცნობოდნენ და კითხულობდნენ და სწავლობდნენ ლექსებსა და მოთხრობებს  შემოდგომაზე,მონაწილება მიიღეს საშემოდგომო ზეიმში.წარმოთქვეს ლექსები.  არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს შესრულებული ჰქონდათ დავალებები მათ უნდა მოეტანათ ესეები ნახატები, გადაღებული ფოტო ვიდეოები და   გაგვეკეთებინა პრეზენტაცია. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება. ბავშვები ემოციებით შეხვდნენ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები , მეც საგანგებოდ მომზადებული მასალით დავხვდი და ძალიან კარგი, ემოციებით დატვირთული ღონისძიება გამოგვივიდა. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო ვიდეომასალა რომელის ჩვენს ბუკებში ჩავწერეთ. მშობლები ვერ მალავდნენ ემოციებს  მადლობა გადგვიხადეს ასეთ კარგი პროექტისათვის.

რა შედეგი მივიღეთ: მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი ინფორმაციის გადმოცემა ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე, ბუნებაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი, გადმოსცეს თავიანთი ემოციები, გამოხატეს შთაბეჭდილებები ნახატებით, ზეპირსიტყვიერებით, ესეებით. მოსწავლეებს სასიამოვნო განწყობილება გაუჩნდათ ამგვარ სამუშაოებთან დაკავშირებით. მოსწავლე  დააკვირდა გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეძლო დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.ამოიცნო, დაასახელა და გამოსახა ნამუშევარში ბუნებაში არსებულ ფერები და ფორმები.მოსწავლეებმა  შეუძლეს წარედგინათ  ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები,    გამოთქვეს აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ასევა  შეუძლეს  დაეკავშირებინათ ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი   საკუთარ გამოცდილებასთან.
ამოიცნეს ხელოვნების ნაწარმოებში ასახულ წელიწადის დროები.
ვეცდები შემდეგი სასწავლო პროექტისათვის  სათანადო მუშაობა გავწიო მოსწავლეთა ზეპირმეტყველების უნარების გასავითარებლად. ვავარჯიშო მოსწავლეები გამოთქმით კითხვაში, ინტონაციების დახვეწაში.
https://shemodgomasauketesoa.blogspot.com/2019/11/shemodgoma-sauketeso-droa.html

Comments